“Johnson & Johnson-ი ინახება უმარტივესად, იმუნიტეტის შესაქმენელად საჭიროა მხოლოდ ერთი დოზა”

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი  იმ ვაქცინის შესახებ წერს, რომელიც მისი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე კარგი იქნება.

საქართველოსთვის იდეალური ვაქცინა, ლოგისტიკის თვალსაზრისით და შედეგებით, არის Johnson & Johnson-ი. ინახება უმარტივესად, იმუნიტეტის შესაქმენელად საჭიროა მხოლოდ ერთი დოზა, აქვს საკმაოდ საიმედო ალერგიული პროფილი, ეფექტურობით ოდნავ ჩამოუვარდება რნმ ვაქცინებს, მაგრამ მაინც საკმარისად მაღალია. სამხრეთ აფრიკაში კვლევების დროს იქ უკვე იყო გავრცელებული ახალი შტამი და ამის გათვალისწინებითაც საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა.

ამერიკაში ეს არჩევანიც გვაქვს და ბევრი ირჩევს Johnson & Johnson-ს, სწორედ ერთი დოზის საჭიროების გამო. ფასითაც ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია. Johnson&Johnson-ი ზუსტად 7-ჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ჩინური „სინოფარმი“, რაც საქართველოს მთავრობამ იყიდა“, – წერს გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ