ჯო ბაიდენის ძაღლმა თეთრი სახლის თანამშრომელს ისევ უკბინა

ჯოზეფ ბაიდენის ძაღლი მეიჯორი ისევ გააგრესიულდა. ინფორმაციას CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 3 წლის ნაგაზმა კიდევ ერთი ადამიანი დაკბინა, რომელსაც ექიმების დახმარება დასჭირდა. დაზარალებული დაცვის თანამშრომელია. ინციდენტი დაადასტურა ამერიკის პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის წარმომადგენელმაც, რომლის თქმითაც, გასეირნების დროს მეიჯორმა კაცს მართლა უკბინა, თუმცა დაცვის თანამშრომელს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება და ექიმს ყოველი შემთხვევისთვის მიმართა.

აღსანიშნავია, რომ მეიჯორმა თეთრი სახლის დაცვის თანამშრომელს ერთი თვის წინაც უკბინა, რის გამოც ის ბაიდენის მეორე ნაგაზ ჩემპთან ერთად დელავერში გაამგზავრეს. ძაღლები თეთრ სახლში ერთი კვირის წინ დააბრუნეს.

ასევე იხილეთ