“ჩვენი პარტიისთვის თითის ქნევით საყვედურები პოლიტიკურ განცხადებებს ეწინააღმდეგება”

ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ნებისმიერ ეტაპზე, ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ჩვენთვის 2012 წლიდან იყო უდიდესი ამოცანა. იყო და არის – ქვეყნის განვითარებისთვის..

ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ ერთიანობისთვის ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ პოლიტიკურ პლატფორმებთან, ვინც იდოლოგიურად და პოლიტიკირად დიდი განსხვავებისაა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დემოკრატია პოლიტიკურ თანაცხოვრებას გულისხმობს.. ჩვენი პასუხისმგებლობა კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, 8 წელია უკვე..

შეთანხმებისთვის ყველაფერს აუცილებელს გავაკეთებთ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი პარტიისთვის (რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალაა) თითის ქნევით საყვედურები (კონსულტაციების მიმდინარეობისას) იმავე პოლიტიკურ განცხადებებს ეწინააღმდეგება, რომელსაც ხშირად ახმოვანებენ ერთიანობის მიმართულებით.”-წერს დეკანოიძე

ასევე იხილეთ