“ათასგვარი ჭყლოპინი მესმის თანამდებობების განაწილებაზე”

მიხეილ სააკაშვილი დევი ჭანკვეტაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის არჩევნების პერიოდში პოლიტიკაში უფრო გააქტიურდება.

„დევი არ არის კარიერისტი, რადგან როდესაც 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, გადავწყვიტე ის გამერიდებინა პოლიტიკური ინტრიგებისგან და გავათავისუფლე გენ.შტაბის უფროსობიდან, ყველაფრის აუხსნელად… სხვა მის ადგილას დაიბოღმებოდა. დევისთვის თანამდებობა არ ნიშნავს არაფერს. გენერალი ჭანკოტაძე არის საქართველოს გენერალი, საქართველოს ჯარისკაცი, ახლა რომ ვუყურებ, რომ ძალიან ბევრი იბრძვის – ეს თანამდებობა მინდა, ის თანამდებობა მინდა, ათასგვარი ჭყლოპინი მესმის ყველა მხრიდან, მინდა ვთქვა – დევი ჭანკოტაძისთვის მემეტება ყველა თანამდებობა!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ასევე იხილეთ