“დღეს ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანთან ვიკამათე პოლიტიკის ნიადაგზე”

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ დღეს საყვარელ ადამიანს პოლიტიკასთან დაკავშირებით კამათის ნიადაგზე აწყენინა.

გრიგოლია აღნიშნავს, რომ არც ერთი პოლიტიკოსისა და ხელისუფალის გამო არ ღირს ადამიანების განაწყენება.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

“დღეს ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანთან ვიკამათე პოლიტიკის ნიადაგზე, მაწყენინა, ვუპასუხე, ვაწყენინე და საღამომდე გამომყვა ძალიან უსიამოვნო გრძნობა. ხალხო, ესენი ყველანი კარგად იქნებიან და ნუ დავერევით ერთმანეთს პოლიტიკის გამო. ვინმეს თუ ჩემი ან სხვისი გადაცემა ან პოზიცია არ მოგწონთ, არაა აუცილებელი, ამის გამო ნერვები დაიგლიჯოთ და ერთმანეთს დავერიოთ…არც ერთი პოლიტიკოსი და არც ერთი ხელისუფალი ამად არ ღირს, დამიჯერეთ. ბევრის მნახველი ვარ და აუცილებლად დგება ხოლმე დრო, როცა ხელისუფლების მეხოტბე ხარ და ერთ დღეს აღმოაჩენ ,რომ სულ ფეხებზე ჰკიდია შენი უფლებები ხელისუფლებას. ასე იყო ყველა მთავრობის დროს და ასე იქნება.”-წერს ინგა გრიგოლია.

ასევე იხილეთ