ლულუ კახიანი: ყველაზე საშინელი დღე დადგა… ჭრილობა მოუშუშებელია

გუშინ ტელეწამყვან ლულუ კახიანისა და მუსიკოსის, გიორგი გვარჯალაძის გოგონას, ლენოს გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
გოგონას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

“ყველაზე საშინელი დღე დადგა. იქ ვზივარ, სადაც ერთი წლის წინ შენ იჯექი. მაშინ კიდევ გიცემდა გული, ბოლოჯერ ჩაგეხუტე და გითხარი, მიყვარხარ. და შენ მიპასუხე ‘მეც, დე’. და მერე დაგტოვე. ვერ დაგიცავი… მაპატიე, ლენო…

ეს შენი ბოლო ფოტოა. ახლაც იღიმი? მხედავ? გრძნობ როგორ ვნანობ ყოველ უთქმელ სიტყვას, ყოველ გადაუდგმელ ნაბიჯს?რამდენი ახალი თავგადასავალი გექნებოდა ამ ერთ წელიწადში, რამდენი სიხარული და იმედგაცრუება. თმა ისევ მოკლედ გექნებოდა? ახალ ტატუსაც დაიმატებდი. ჩემთან იქნებოდი. ჭრილობა მოუშუშებელია.ტკივილი მოუნელებელი.სიცარიელე ამოუვსებელი. დრო არ კურნავს.დრო გაჩერდა.ლენო, როგორ მიყვარს შენი სახელი და შენ…You are in my head all the time and in my heart forever my sweet baby Lenø”- წერს ლულუ კახიანი.

ასევე იხილეთ