დედამ ვაჟის ქორწილში აღმოაჩინა, რომ სარძლო თავისი დაკარგული შვილი იყო

ჩინეთში, დედამ ვაჟის ქორწილში აღმოაჩინა, რომ სარძლო თავისი დიდი ხნის წინ დაკარგული შვილი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

დედამ დაკარგული შვილი ქორწილის დღეს, ხელზე თანდაყოლილი ლაქის საშუალებით იცნო.

აღსანიშნავია, რომ ქორწილი ჩატარდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, კაცი ნაშვილები იყო და ნათესაობრივად ცოლ-ქმარი ერთმანეთთან დაკავშირებული არ იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ვაჟი, ქალიშვილის მრავალწლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ იშვილა.

ასევე იხილეთ