“ბრავო თბილისი, ხალხი არ გამოვიდა! ეს ფაქტია და ეს კარგია”

თაკო ჩარკვიანის გამოხმაურება, 9 აპრილს გამართულ შეკრებასთან დაკავშირებით, რომელიც გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ინიციატივით გაიმართა.

” მთელი თბილისი გამოვალთ და ნახავთ რაოდენობას, ნახავთ რა რაოდენობა გამოდის აქციაზე”- ამბობდა ” უცნობი”!

თბილისი ბრძენია – ხალხი ბრძენია – მიუხედავად ხელისუფლების ჩართულობისა, ძალისხმევისა თბილისი – ხალხი არ გამოვიდა! ეს ფაქტია და ეს კარგია!

“ღმერთი სიყვარულიაო” თქვა გია გაჩეჩილაძემ! – დიახ გია, ღმერთი სიყვარულია გეთანხმები, ოღონდ ეგ სიყვარული – ტელე-რადიო სიხშირეზე არ იცვლება, როგორც თავად განაცხადე “იპოდრომის აქცია დაშალეო სააკაშვილმა მითხრა და მე “სიხშირე “მოვთხოვეო”

მოკლედ, მიხარია რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მუქარა-დაპირისპირება არ შედგა, არ შედგა, რადგან თბილისი მეტი აღარ დაუშვებს დაპირისპირებას, თბილისი თბილი და საოცარი ქალაქია, ბრძენი ხალხით, ბრავო თბილისი!”– წერს თაკო ჩარკვიანი.

ასევე იხილეთ