“არ ვიცი, რა და როგორ ამოვთქვა, წერა ასე არასდროს გამჭირვებია”

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.

“გუშინ ბონდო ქურდაძემ უამრავ მეგობართან ერთად ბედნიერი დღე მაჩუქა. არ ვიცი, რა და როგორ ამოვთქვა. წერა ასე არასდროს გამჭირვებია. რა მოხდება, რა დასასრული მოჰყვება ამ საქმეს, არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ არ ვარ მარტო, მიუხედავად საქართველოს სიშორისა. თუნდაც არ დასრულდეს ისე, როგორც მსურს და თქვენც გსურთ, თქვენ უკვე გზა მიჩვენეთ თქვენი გულებისაკენ. ეს არის მთავარი. დაე, ნუ იქნებიან ციხეში ე.წ. პოლიტპატიმრები, დაე, ბულბულები ისხდნენ გალიაში. მთავარია, მე თქვენ ხელახლა აღმოგაჩინეთ.
დიდი მადლობა ყველას!
ბედნიერი დღე გქონებოდეთ!”

ასევე იხილეთ