“ახლა აღარ მიჩივის, მაშინაც ნაციონალმა მეზობლებმა შეიყვანეს შეცდომაში”

მსახიობი გიორგი  გურგულია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო მეუღლესთან, ლარისა გიგაურთან შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია ისე მოაგვარა, რომ სასამართლოს მასთან კითხვები აღარ აქვს:

– არც სასამართლო მერჩის, არ ვიცი, პროკურატურას რა ვუთხრა. რეალურად რაც მოხდა, თითიდან გამოწოვილი იყო, დამიჯერეთ. თუმცა, ახლა აღარ მიჩივის, მაშინაც ნაციონალმა მეზობლებმა შეიყვანეს შეცდომაში, თორემ რეალურად არაფერი მომხდარა, სისულელეზე აღელდა. ქალებისას რას გაიგებს კაცი, თუმცა მე ყველასთან ვმეგობრობ. ოთხი ცოლი და ოთხი შვილი მყავს. რაც უნდა მოხდეს, ის ჩემი შვილის დედაა და უაღრესად დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხისტი ადამიანია და ერთმანეთს ვერ ვეგუებით.

-ოჯახის კიდევ ერთხელ შექმნაზე თუ ფიქრობთ?

– ბევრი იმიტომ ეძებს მეორე ნახევარს, რომ მარტო არ იყოს და მე მარტო დარჩენის არ მეშინია. მე და ჩემს რამდენიმე ძმაკაცს გადაწყვეტილი გვაქვს, 70 წელს რომ გადავცდებით, კაბები ჩავიცვათ, ბერებად შევდგეთ და ხატწერას მივყოთ ხელი…

ასევე იხილეთ