“ნუ გიკვირთ, რომ მოძალადეებსაც ჰყავთ მხარდამჭერები. ისინიც მოძალადეები არიან!“

მსახიობმა, ნინუცა მაყაშვილმა  თავისი ცხოვრების 11 წლის წინანდელ პერიოდზე გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ღიად ისაუბრა.

მან კონვერტი გახსნა და საჯაროდ აღიარა, რომ ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

ნინუცას და, რუსთაველის თეატრის მსახიობი, რუსკა მაყაშვილი დის აღიარებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დროს მნიშვნელობა არ აქვს.

რუსკას აზრით, მთავარია ამაზე ღიად საუბარი და აღიარება.

„ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა მთავარია, რომ შეძლო ამაზე საუბარი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დროა გასული. ოდესმე როცა მზად იქნებით, უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა!

ნინუცა! ყველა შენთან ერთად ვართ, შენ გვერდით, ყოჩაღ!

P.S. ნუ გიკვირთ, რომ მოძალადეებსაც ჰყავთ მხარდამჭერები. ისინიც მოძალადეები არიან!“– წერს მაყაშვილი.

ასევე იხილეთ