შიშველი დეპუტატი “ზუმში” – კანადელ კანონმდებელს კამერა ჩართული დარჩა

კანადელმა დეპუტატმა უილიამ ამოსმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ონლაინ შეხვედრის დროს კოლეგების წინაშე შიშველი გამოჩნდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 46 წლის ამოსი თემთა პალატის სხდომაში მონაწილეობდა, რა დროსაც კამერა შემთხვევით ჩართული დარჩა. სწორედ ამ დროს დეპუტატმა ტანსაცმლის გამოცვლა გადაწყვიტა და სრულად გაშიშვლდა.

ამოსი, რომელსაც ცოლი და ორი შვილი ჰყავს, მომხდარს „სამწუხარო შეცდომას“ უწოდებს.

კამერა შემთხვევით დამრჩა ჩართული, როდესაც ტანსაცმელს ვიცვლიდი. გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს კოლეგებს. ცხადია, ეს უნებლიე შეცდომა იყო და ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდება“, – დაწერა ამოსმა სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ