,,ულამაზესი გოგო დგას და სასწაულად მღერის, მეტი რა გააკეთოს?!”

სტეფანეს გუნდის ეფექტური სამეული დღეს ,,ვოისის” ლაივკონცერტზე ნახევარფინალის საგზურისთვის იბრძოდა. მარიამ შენგელია, თეკლა წვერიკმაზაშვილი და მარიამ დოკვაძე მაყურებლის წინაშე ცნობილი უცხოური სიმღერებით წარდგნენ სტივ ვანდერის, მელოდი გარდოსა და არეტა ფრანკლინის რეპერტუარიდან.

სტეფანე გამორჩეულად აქტიური იყო მარიამ შენგელიას შეფასებისას და აღნიშნა, რომ სიმღერის ნიჭთან ერთად, სილამაზის ნიჭიც არსებობს და ამ ორივე ტალანტს სწორედ მარიამში ხედავს. სტეფანემ აღნიშნა, რომ მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული სილამაზის გოგონამ შესანიშნავად იმღერა და არ არის აუცილებელი, ის საზღვარგარეთ წავიდეს და ამის შემდეგ დააფასონ… არჩევანის წინაშე დამდგარმა სტეფანემ მარიამ შენგელიაზე გააკეთა აქცენტი, რადგან პროექტის მოგებას მასთან ერთად აპირებს და ნახევარფინალში ის გადაიყვანა.

მაყურებლის რჩეული კი გახდა თეკლა წვერიკმაზაშვილი, რომელმაც ნახევარფინალში გადაინაცვლა სტეფანეს არჩეულ კონკურსანტთან ერთად.

 

ასევე იხილეთ