“მოცეკვავე მილიარდერის” მცირეწლოვან ქალიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

2020 წლის ოქტომბერში მსოფლიოში ცნობილ, 53 წლის  “მოცეკვავე მილიარდერს”- ჯალუკა ვაკისა და 25 წლის შერონ ფონსეკას პირველი შვილიეყოლათ, რომელსაც ბლუ იერუსალიმა დაარქვეს.

გოგონა პათოლოგიით დაიბადა, რის შესახებაც წყვილმა საზოგადოებას დაბადებიდან მალევე უამბო, როგორც გაირკვა, პატარა ლამაზმანი “მგლის ხახით” დაიბადა და მშობლებმა მაშინვე დაგეგმეს ოპერაცია, რათა სამომავლო გართულებები აერიდებინათ თავიდან.

ახლა კი, როგორც წყვილის სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ბლუ იერუსალიმას უკვე გაუკეთდა ოპერაცია, რის შესახებაც სოციალურ ქსელში წყვილმა დაწერა:

“ჩვენი ანგელოზი არ წყვეტს ჩვენს გაოცებას! მიუხედავად ყველაფრისა, ის ისეთი მამაცი, მშვიდი და საყვარელია. ვამაყობ, რომ მამამისი მქვია” -დაწერა ვაკიმ.

Джанлука Вакки с дочерью

ასევე იხილეთ