“ჩემი ცოლობა არც ერთი ქალისთვის არ იქნებოდა მარტივი”

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში, მეუღლეს, მარიკა ჭიჭინაძეს ბევრი დამსახურება აქვს.

„მარიკა ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა მაშინ, როდესაც მე 26 წლის ვიყავი და სამუდამოდ დარჩა. მე რომ დღეს ისეთი გოგა ხაინდრავა ვარ, როგორიც ვარ, ეს მარიკა ჭიჭინაძის დამსახურებაა. ის არის ჩემი გულის ნაწილი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. რომ არა მარიკა, კაცმა არ იცის, დავბრუნდებოდი თუ არა აფხაზეთიდან, სად ვიქნებოდი, ან საერთოდ რას გავაკეთებდი. ორმოცი წელია, ამ გზას ერთად ვადგავართ, ის ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ადამიანია. როცა ის გამოჩნდა, ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი იყო. გართულებები, გაუგებრობა სამართალთან, რომელიც საბოლოო ჯამში გაირკვა, მაგრამ მაშინ, მართალი გითხრათ, მისი მხრიდან ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო ჩემი ცოლობა. კარგად ვცხოვრობთ, გვიყვარს და პატივს ვცემთ ერთმანეთს. ხანდახან მეცინება, საერთოდ როგორ გაძლო. ჩემი ცოლობა არც ერთი ქალისთვის არ იქნებოდა მარტივი. ამდენი ცილისწამება, შეურაცხყოფა და ამდენი ძალადობა როგორი ასატანია?“ – ამბობს ხაინდრავა.

ასევე იხილეთ