ორსული მეგან მარკლი არჩისთან ერთად ლოს ანჯელესში დააფიქსირეს

სასექსის ჰერცოგინია შვილ არჩისთან ერთად ლოს ანჯელესში დააფიქსირეს. პაპარაცების ყურადღება მეგან მარკლის საკმაოდ მოზრდილმა მუცელმა მიიპყრო. როგორც ცნობილია, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან. მათი პირველი შვილი არჩი, მაისში 2 წლის ხდება.

მეგან  მარკლის შვილთან ერთად მოულოდნელი გამოჩენა, პრინცი ჰარის ლოს ანჯელესში დაბრუნებიდან მეორე დღეს მოხდა. სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი რამდენიმე დღით ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ის პაპის, პრინცი ფილიპის დაკრძალვას დაესწრო.

ასევე იხილეთ