“ტვ პირველი, რამე დაგიშავეთ? რატომ ატრიალებთ უკუღმა ჩემს სიტყვებს?”

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველს” მიმართავს და მოუწოდებს, ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას:
“პირველ რიგში, ტვ პირველს TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მინდა გამოვეხმაურო წუხანდელ გადაცემაზე, სადაც ექიმი ზურაბ გურულიც ჰყავდათ მიწვეული. ტვ პირველი, რამე დაგიშავეთ? ყველას პატივს გცემთ, გპასუხობთ. რატომ ატრიალებთ უკუღმა ჩემს სიტყვებს?
ისე გამოიყვანეთ, თითქოს მე ვთქვი, რომ კოვიდვაქცინის გაკეთების შემდეგ სპერმის ხარისხი ფუჭდება. როდის ვთქვი, ხალხო, ეს.
ტვ პირველის წამყვანებს მივმართავ – ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ როცა პრეტენზია გაქვთ, რომ ძლიერი ტელევიზია ხართ და მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს ტელევიზიას, როცა რაიმე კითხვა გაქვთ, ჯერ შემეკითხეთ და გაგცემთ პასუხს;
ბატონ გურულთან არაფერი პრობლემა არა მაქვს. არასწორად ჰკითხეს, არასწორად მიაწოდეს ჩემი ნათქვამი და შეცდომაში შეიყვანეს. არასწორი მიმართულებით წაიყვანეს საუბარი. ძალიან მეწყინა, პირდაპირ გეტყვით;
ჩემი ინფორმაცია იყო ძალიან კონკრეტული – სხვათა შორის, ეს ახალი ინფორმაცია არ არის, ჯერ კიდევ 6 თვის წინ ჩატარდა ეს კვლევები, ჩემს ფეისბუქ გვერდზე მიდევს ეს სტატიები (სამეცნიეროებიც და პოლულარულ ჟურნალებში დაბეჭდილებიც) – კვლევები ჩატარდა ინდოეთში, ჩინეთში, ტაილანდში. რატომ? იმიტომ, რომ იქ არის ბევრი განაყოფიერების კლინიკები და მათ დაიწყეს პირველმა კვლევები.
გეუბნებით – ჩატარებულია კვლევები, ვინც გადაიტანა კოვიდი, არა აქვს მნიშვნელობა, მძიმედ თუ მსუბუქად, აღმოჩნდა, რომ გარკვეულ პროცენტში (სხვადასხვა კვლევების მიხედვით სხვადასხვა პროცენტი), აღმოჩნდა სპერმის სხვადასხვა ტიპის პრობლემები, სხვადასხვა ტიპის დაავადებები, არ ვიხმარ სამეცნიერო ტერმინებს. გეუბნებით, რომ გამრავლების საკითხში იყო გარკვეული ტიპის პრობლემები კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ.
ფხაკაძე რასაც ამბობს, იმაზე პასუხს აგებს. ეს არის დაფუძნებული შემდეგზე – გიორგი ფხააძე არის ბევრი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და აქვს წვდომა ძალიან ბევრ ინფორმაციასთან, რომელიც ჯერ არ არის დაბეჭდილი. ფხაკაძის ამ ნათქვამის უკან დგას დაახლოებით 30 საჯარო სტატია, 50-მდე კვლევა, რომელიც საჯარო არ არის, კიდევ დამატებითი ინფორმაციები და ამ ყველაფრის ანალიზზეა დაფუძნებული, რასაც ვამბობ.
ცნობისათვის, სხვათა შორის, სექსოლოგიის კონფერენცია პირველად რომ ჩატარდა ინდოეთში, ძალიან დიდი ხნის წინ, იმის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ.
ამ სპერმაზე ინფორმაციაც თვეების წინ მქონდა, ამ კვლევების საფუძველზე. პანიკა რომ არ ამეტეხა, ხუმრობაგარევით ვთქვი. მე არ მითქვამს, რომ ვაქცინა თუ გაიკეთეთ, რაიმე მოხდება ამ კუთხით. კოვიდგადატანილების გარკვეულ პროცენტში სპერმის ხაიოსხის კუთხით გარკვეული პრობლემების არსებობაზე ვთქვი. ესაა მარტივად.
ვისაც გაუკეთდა ვაქცინაცია, მათი რეპროდუქტოლოგიურ უნარებზე (მამაკაცებში) კვლევები ჯერ არ არის ჩატარებული. ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხზე კვლევა არ არსებობს და როგორ ვიტყვი.
ტვ პირველი, ბოდიში მოიხადეთ, თუ შეგეშალათ, ოკ, კარგი, გავიგებ. პატივს გცემთ. მაგრამ როცა რაღაცას ლაპარაკობთ, გადაამოწმეთ, როცა არა ხართ დარწმუნებული, დამირეკეთ და მკითხეთ. არავის ვეუბნები უარს.
გავიმეორებ – ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვებო – თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება. თუ გყავთ ადამიანი, ვინც გიყვართ, გააჩინეთ ბავშვები; ეს არის ჩემი რჩევა და როგორც გინდათ, ისე ატრიალეთ.
თუ გიყვართ ვიღაცა, აუხსენით, რომ გიყვართ.
თუ 9 თვის მერე ბავშვები დაიბადებიან, კი ბატონო , თანახმა ვარ, ვიყო თქვენი ნათლია👍
გამრავლდით, ჯანმრთელობას გისურვებთ.
ახლა ზოგადად ჯანდაცვის საკითხებზე და ვაქცინაციაზე.
იმდენი ადამიანი აკეთებს კომენტარს ამ ვაქცინებზე და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე…. ყველამ მიხედოს თავის სპეციალობას, ოკ?! ინტერნეტში ნანახი ნიუსებით ნუ აკეთებთ განცხადებებს.
ჟურნალისტებსაც მივმართავ – თქვენ ხალხი გიყურებთ და ამიტომ გაქვთ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე – პური აცხობინეთ მეპურეს – საზოგადოებრივ ჯანდაცვის ექსპერტი ალაპარაკეთ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, დარგობრივი ექიმები – თავიანთ სპეციალობაზე და დარგზე. კარგი? ასე დალაგდება ყველაფერი და თავ-თავისი ადგილი ექნება მიჩენილი.
ან რა იყო ის გადაცემა, ტელეიმედზე ტელეკომპანია იმედი ამას წინათ ვაქცინებთან დაკავშირებით? ასე არ შეიძლება.
არც ერთ ჩვენს ქართველ ექიმთან პრობლემა არა მაქვს. პირიქით, მიხარია, რომ წარმატებულები არიან თავიანთ სფეროებში, მაგრამ მათ შეეკითხეთ ის საკითხები, რომელიც მათთან მიმართებაში იქნება სწორი – რაც მათი სფეროა, იმაზე ალაპარაკეთ და არა საზოგადეობრივ ჯანდაცვაზე. თვალის ექიმი და გინეკოლოგი რომ შევადაროთ, ისეთია, თვალი თუ გტკივათ, გინელოკოგთან წახვალთ?
საქართველოში არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც აქვს კომპეტენცია ჯანდაცვის საკითხებში და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მათ ესაუბრეთ, რა არის ეს, ყველა ნუ აალაპარაკეთ ამ საზოგადეობრივ ჯანდაცვაზე.
რაც შეეხება ვაქცინაციას – ჩამოიტანეს ნაგავი ჩინური ვაქცინა, რომელიც ბრიტანულ შტამზე არ მუშაობს, საქართველოში კი უკვე 80%-ზე მეტი ბრიტანული შატმის გავრცელებაა, 3-4 კვირაში კი ქვეყანაში მხოლოდ ბრიტანული შტამის ცირკულირება იქნება;
მსოფლიოში არის სამი ძალიან საშიში – სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შატმები, რომელთა წინააღმდეგ არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს.
ეს არის გიორგი ფხაკაძის რეფერენსი – ასე ჩაწერეთ!პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე!
5 დღეა, დეპრესიაში ვარ , ისეთი ინფორმაციები მოდის, არ მინდოდა ლაპარაკი. გინდათ სიმართლე? ესაა – დარხეული გვაქვს ყველას, მთელ მსოფლიოს. ბოდიში ამ გამოთქმისთვის, არც ერთი ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, უკვე ვერ გვიშველის., ყველა ვაქცინა მუშაობს ვუხანის ვირუსის წინააღმდეგ და მეტნაკლებად ბრიტანული შტამის წინააღმდეგ.
ისრაელში ჩატარდა კვლევა, რომ ვინც არის იქ რეინფიცირებული, ყველა არის ბრაზილიური შტამი, ანუ ვერც ფაიზერიც ვერ მუშაობს ამ შტამზე.
თუ ქვეყანაში გინდათ ვაქცინაციის გაკეთება, ჯერ ჩამოიტანეთ ვაქცინა – 3 მილიონი ვაქცინაა მინიმუმ საჭირო. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის ანუ 18 წელზე ზევით მოსახლეობის 70% თუ გვინდა, იყოს დაცული, ამისთვის ამ მოსახლეობის 90% უნდა ავცრათ. ისე კი არა შაში-ბეშივით რომ კეთდება, 10 და 20 000, აქა-იქ, 2-3 თვეში უნდა გააკეთოთ სრულად მიყოლებით. დაიწყე, გააკეთე, დაამთავრე. ეს არის მათემატიკა და მეცნიერება. ეს არის ეპიდემიოლოგია! ნუ თამაშობთ ვაქცინობანას ქვეყანაში! 10 0000 და 20 0000 და თუნდაც 10 000 100 000 ვაქცინის ჩამოტანა არის თვალებში სისლის შეყრა,
იცით, რომ ვაქცინაციის შემდეგ 6 თვის შემდეგ ისევ ხელახლა არის გასაკეთებელი ერთი ნემის ანუ მესამე დოზაა საჭირო. ფაიზერი მაგალითად,
უბედურება ისაა, რომ ეს ახალი შტამები მოდის, უკვე თურქეთში არის დაფიქსირებვული ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამი. ჩვენ საზღვრები ღია გვაქვს ამ ქვეყნებთან, რუსებს და ინდოელებს აქვთ მიმოსვლა ერთმანეთთან და ჩვენ ღია გვაქვს საზღვარი რუსეთთან. რომ ჩავკეტეთ ინდოეთთან, ირიბი გზით ხომ შემოდიან მაინც ინდოეთში ნამყოფები სხვა ქვეყნებიდან? გესმნით, რა არის საშიშროება?
მსოფლიოში უმძიმესი მდგომარეობაა. საქართველო, მე მგონი, ერთადერთი ქვეყანაა, ტაშფანდურია, გახსნილია ყველაფერი და კიდევ უფრო გავიხსნათო. ბიზნესმენები გამოდიან, კიდევ ერთ ლოქდაუნს ვერ გავუძლებთო. მაინცდამაინც ყოველი მეორე უნდა მოკვდეს, რომ აღიქვათ საშიშროება?
ძლივს იყო ჩამოწეული ვირუსი იანვარში, ეს უნდა შეგვენარჩუნებინა. როცა ქვეყანა ერთ დღეში გახსენით, ხომ ვთქვი იმ დღეს, ყველაზე დიდი მავნებელია დაავადებათ კონტროლის ცენტრი-მეთქი. გასაგებია, პრემიერი ახალია და უნდა, ცვლილებები აჩვენოს ხალხს, მაგრამ შენ რომ ხარ სფეროს წარმომადგენელი და პროფესიონალი თუ ხარ, უნდა გამოხვიდე და თქვა, რომ არ შეიძლება, უნდა აუხსნა, რომ ეს რისკია და დაასაბუთო, დაგიჯერებენ. მაგრამ რაც ხდება, ეს არის არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ერთად!
ჩინოვნიკები უნდა გვაძლევდნენ სწორი ქცევის მაგალითს და რა ხდება სინამდვილეში? გამოდის მაგალითად ვიღაც მინისტრის მოადგილე და საუბრობს პირბადის გარეშე. მე რომ ვიყო, სამსახურიდან გავუშვებდი.
ქვეყანაში 2 პრობლემაა – რუსეთი და კოვიდი. გონივრულად უნდა ვებრძოლოთ ხილულ და უხილავ მტერს!
გვახსოვდეს – პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანა! არ ვიცი, მეტი რა ენაზე გითხრათ და რა გითხრათ!
ჯანმრთელობას გისურვებთ!”-წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე იხილეთ