კაცმა კუს ბაკანი ქვით გაუტეხა – “სანამ მანქანით მივასწარი, ცხენით გამექცა, ლოდს ურახუნებდა ამ საცოდავს…“

ფეისბუქმომხმარებელი სოლომონ გოგაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ კუს ბაკანი აქვს გატეხილი. პოსტის ავტორი ამბობს, რომ დაახლოებით 40 წლის მამაკაცმა კუ ქვით განგებ დააზიანა.

ნუ ვეძებთ მიყრუებულ მთისა და ბარის სოფლებში სიწმინდეებსა და სამართალს…

სიწმინდე და ჰუმანურობა მოდის მხოლოდ განათლებიდან, აღზრდიდან და კულტურის პოპულარიზაციიდან…

სანამ მანქანით მივასწარი, ცხენით გამექცა! ლოდს ურახუნებდა ამ საცოდავს! მინიმუმ 40 წლის იყო,“ – წერს სოლომონ გოგაშვილი.

მისი ინფორმაციით, კუ ცოცხალი დახვდა და ის მინდორში გაუშვა.

ასევე იხილეთ