“ნიღაბი უნდა ატაროს კონკრეტულად იმ მედიკოსმა, ვისაც ურთიერთობა აქვთ დაინფიცირებულ პაციენტებთან და ასევე თავად დაინფიცირებულმა ადამიანმა” (ვიდეო)

დიტო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ეს ქალბატონი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომელია – ექიმი ეიფრილ ბალერი. აი რას ამბობს ნიღაბის ტარებასთან დაკავშირებით: ნიღაბი უნდა ატაროს კონკრეტულად იმ მედიკოსმა(და არა ყველამ) ვისაც ურთიერთობა აქვთ დაინფიცირებულ პაციენტებთან და ასევე თავად დაინფიცირებულმა ადამიანმა, რომელსაც გააჩნია შემდეგი სიმპტომები – ხველა, ციება-ცხელება და სისველე ცხვირში. ნიღაბი არ უნდა ეკეთოს ჯანმრთელ ადამიანს, რადგან ის შეგიქმნით ყალბ შეგრძნებას, რომ თქვენ დაცული ხართ. ყველაფერში ჯანმოს ჭკუაზე რომ დადიხართ, ამ ქალის რეკომენდაციას რატომ უვლით გვერდს? მე წაკითხული მაქვს რუსეთის სამეცნიერო აკადემიის წევრის ვიტალი ზვერევის ინტერვიუ, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ნიღაბის დიდი ხნით ტარება, იწვევს შემდეგ დაავადებებს: ფილტვების ემფიზემა, სოკოვანი დაავადებები, დერმატიტი. ასევე ამბობს, რომ ანტისეპტიკების ხშირი გამოყენება, ანადგურებს ადამიანების კანისთვის სასარგებლო მიკროფლორას, რაც შეიძლება გახდეს სხვა დაავადებების დასაწყისის მიზეზი..რამდენ ადამიანს უჰაერობა აწუხებს და აგერ რამდენი ფაქტი მოხდა, როდესაც ხალხმა გონება დაკარგა და შეწუხდა.მოდი გულხადილად ვთქვათ: იმის გამო რომ 1.5 იან და 2 ლარიან პირბადეებს ვერ ყიდულობს ხალხი, ყველას აქვს “შარვლის უკანა ჯიბეში ჩაჩურთული ძველი პირბადე” რომელიც ზუსტად შეიძლება გახდეს, დაავადების გამომწვევი მიზეზი.ის 4, 5 და 10 ლარიანი პირბადებიი კი სინამდვილეში, პირბადეც არ არის და უბრალოდ არის საშუალება, რომ ჯარიმა არ დაგიწერონ და კონკრეტულ დაწესებულებაში შეგიშვან. პირბადეს აქვს დაახლოებით 2 საათიანი გამოყენების წესი, ე.ი მინიმუმ 3-5 ცალი ჭირდება ადამიანს, რომელიც მთელი დღე მუშაობს და მოძრაობს. ჩემი თუ არ გჯერათ, ჩამოაიარეთ აფთიაქები და 50 თეთრიან პირბადეს ვერ ნახავთ, 10 დან 9 ში. არ გეცოდებათ ავტობუსის მძღოლები, რომლებიც ქალაქს ემსახურებიან? ან ბანკის, საჯარო სამსახურების და ნებისმიერი დაწესებულების თანამშრომლები? ისედაც ძლივს დგანან ფეხზე და უმეტესი მათგანი საკმაოდ გაღიზიანებულია. ვიღაცეები დიდ ფულს აკეთებენ ამ ყველაფრით. არადა თავად ქართველმა ეპიდემილოგებმა თქვეს იგივე, რასაც ექიმი ბალერი ამბობს, სამწუხაროდ თავისივე ნათქვამი “გადაივიწყეს” ან უფრო უარესი: სახელმწიფოს კონკრეტული ჩინოვნიკები არ ითვალისწინებენ მათ რჩევას.”

ასევე იხილეთ