“იმდენს იზამს, დატოვებენ ბოლოს დაუმარხავს, ეჭვი მაქვს!“

ჟურნალისტი ნინო სტურუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მის ნაცნობს, რომელიც კორონავირუსზე ტესტის გასაკეთებლად იყო წასული და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა, ვირუსი დაუდასტურდა.

ეს გამყრელიძე იმდენს იზამს, დატოვებენ ბოლოს დაუმარხავს, ეჭვი მაქვს!

ჩემს ერთ ნაცნობს, ეჭვი ჰქონდა კოვიდზე. ადგა ასე და წავიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით კლინიკაში.
არ ჰყავს ჯიპი და არ აქვს ტაქსის ფული. დილიდან იდგა რიგში მერე გადაამისამართეს სხვაგან და
იქაც იდგა რიგში.

წამოვიდა სახლში საღამოსკენ, ისევ ავტობუსით!!! დასუსტებული და გადაქანცული და მიუვიდა პასუხი რომ აქვს კორონა. და ???
ეს ხომ არ არის ერთეული შემთხვევა?

ხოდა ეს ბოროტები ახლა, დაეთრევიან ეთერ-ეთერ და გვებოდიალებიან სისულელეებს, იმის მაგივრად, რომ მართლა საქმე გააკეთონ!

ხო, პრივატ წირვებზე მიგეტევებათ, კი!“- წერს ნინო სტურუა.

ასევე იხილეთ