“დიახ, მე ვიყავი დაჭრილი და ნატკენი, მაგრამ საკუთარი თავის თავიდან დაბადებას შევუწყვე ხელი”

“მათ შეუძლიათ გავნონდაგჭრან, შეეცადონ შენს გათელვას, მაგრამ უნდა გამოჯანმრთელდე, მოირჩინო ჭრილობები, გახვიდე სცენაზე და ცხოვრებისგან სასურველი მიიღო,” – წერს მოდელი ნელი დოროყაშვილი, რომელიც ყოფილ მეუღლეს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს.

დოროყაშვილმა ხანგრძლივი დუმილი სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარით დაარღვია.

“დიახ, მე ვიყავი დაჭრილი და ნატკენი, მაგრამ საკუთარი თავის თავიდან დაბადებას შევუწყვე ხელი.

ამ ბრძოლაში მთავარი ენერგია და მოტივაცია იყო და არის ჩემი პატარა ანგელოზი, ლუკასი, რომელიც ყველაზე მთავარი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ის მუდამ ზრუნავს ჩემზე და მიცავს. სწორედ ის არის ჩემი ცხოვრების ერთადერთი მნიშვნელოვანი აზრი. შენი ინტერესების შელახვას არავის ვაპატიებ. შენ გყავარ მე და მე მყავხარ შენ და ჩემთვის ყველაფერს ნიშნავ…” – წერს დოროყაშვილი.

ცნობისთვის: ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი წინასწარი პატიმრობვიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ