“ვინც ეს გააკეთეთ გოგიჩას მანქანაზე, გოგიჩას დაბადების დღეზე, იმაზე მეტად დასჯილები ხართ ცხოვრებაში უკვე ასეთი შეუმდგრები რომ ხართ!”

ცნობილი ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის მანქანა დააზიანეს.

ამის შესახებ მისი მეუღლე, ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ვინც ეს გააკეთეთ გოგიჩას მანქანაზე გოგიჩას დაბადების დღეზე, იმაზე მეტად დასჯილები ხართ ცხოვრებაში უკვე ასეთი შეუმდგრები რომ ხართ !!!! პ.ს. ამ მანქანაზე ყველაფერს უფრო მტკივნეულად აღვიქვამ, იმიტომ რომ მისია, იმიტომ დავჯექი და არ გავაფუჭე რომ სულ დარდობდა, როცა უკვე ვეღარ ატარებდა, ყოველ დილით სამსახურში რომ მაცილებდა მთხოვდა, დაელაპარაკე რა და უთხარი კი არ მივატოვეო… მერე მკითხავდა იყავი ნახე, უთხარიო ???? რომ ვეტყოდი კი და ძალიან გაუხარდათქო – არ მომატყუო რა გრიშაა მართლა ცოდოა ამდენი ხანი მარტო არ დამიტოვებიაო…. აი ეს არის ჩემთვის ეს მანაქანააა სიყვარულის და ადამიანობის სიმბლო… და არა მანქანა ,,გლუშიტელი,, თუ ,,კატალიზატორი,,”-წერს ნათია ბანძელაძე.

ცნობისთვის, მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს, 51 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

 

ასევე იხილეთ