კიმ კარდაშიანი განქორწინების პარალელურად CNN-ის რეპორტიორს ხვდება

ამერიკელი ტელევარსკვლავის, კიმ კარდაშიანისა და რეპერ კანიე უესტის განქორწინების პარალელურად ტაბლოიდური მედია კიმის ახალი რომანის შესახებ წერს.

Mirror-ის ინფორმაციით, 40 წლის კარდაშიანი ტელეარხ CNN-ის რეპორტიორს, 52 წლის ვან ჯონსს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, კიმ კარდაშიანი და ვან ჯონსი რამდენიმე წელია მეგობრობენ, კარდაშიანმა ჯონსი მაშინ გაიცნო, როდესაც სამართლისმცოდნეობას სწავლობდა და ამ სპეციალობით ოთხი წლის განმავლობაში სტაჟირებას გადიოდა.

ჯონსი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპულარული პოლიტიკური მიმომხილველია, 2009 წელს ის ბარაკ ობამას სპეციალური მრჩეველი იყო.

ასევე იხილეთ