“ აი, ასეთი სტატუსი სულ მინდოდა დამეწერა და ჰა, დადგა ეს მომენტიც”

ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელიც, როგორც თავად წერს, სულ უნდოდა, დაეწერა. ცნობილი ტელეჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ხშირად სმენია შეფასებები, როგორ არ ვარგა საქართველოში ესა თუ ის სფერო. ხშირად გაგონილი ფრაზებისა და მოსაზრებების შესახებ მის დაწერილ სტატუსს გთავაზობთ სრულად:

„აი, ასეთი სტატუსი სულ მინდოდა დამეწერა და ჰა, დადგა ეს მომენტიც) ხშირად გაგონილი ფრაზა/მოსაზრებები:

1. ჩვენ ხომ ტელევიზიები არ გვაქვს ( საერთოდ არ ვუყურებ არც ერთ გადაცემას – აუცილებლად დასამატებელი ფრაზა)
2. ჩვენ ხომ ჟურნალისტები არ გვყავს
3. ჩვენ ხომ ჟურნალები არ გვაქვს
4. ჩვენ ხომ მოდის კვირეულები არ გვაქვს
5. ჩვენ ხომ პოლიტიკოსები არ გვყავს
6. …კრიტიკოსები ნამდვილი, აბა, სად გვყავს?


7. ჩვენი მასწავლებლები???
8. ფოტოგრაფები კარგი, აბა სად გვყავს, სხვაგან ნახე, რას აკეთებენ
9. ჩვენი “ინფლუენსერები” არ გაიშვან არსად
10. უფლებადამცველები? კარგი, რა…
11. ჩვენი ექიმები? კარგი ახლა
12. სასტუმროები? ამ ფასად წავალ ცხრა მთას იქით
უსასრულოდ შემიძლია განვაგრძო ეს ჩამონათვალი. თანაც, მეტწილად, ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც თავად წარმოადგენენ სფეროს, სადაც შეიძლება, მდგომარეობა არც ისე კარგად იყოს. ჰოდა, კითხვა მაქვს? რა გვაქვს, აბა? ან ვინ გვყავს?))) ეს დაუსრულებელი თვითგვემა და ყველაფერი საკუთარის დამცირება არ მგონია კარგი ამბავი)

ვთანხმდებით ალბათ…. ჰო, სუფრა კარგი გვაქვს) მაგრამ მანდაც ხანდახან ვერა) მეტი დაფასება გვმართებს, მგონი, სხვისი საქმის და სხვისი შრომის. ცხადია, აქ არ იგულისხმება ის, რომ ვინმეს კრიტიკა არ შეიძლება“.

ასევე იხილეთ