“შეზღუდვები ან უნდა ეხებოდეს ყველას ან არავის! პრივილეგიების დრო უნდა დასრულდეს!”

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე გუშინ,  ბათუმის ახალ არენაზე გამართულ მატჩს ეხმაურება და წერს, რომ “შეზღუდვები ან უნდა ეხებოდეს ყველას ან არავის”.

ცნობისთვის, ახალ სტადიონზე მაყურებლის თანდასწრებით პირველად გაიმართა თამაში. სტადიონზე 6 ათას მაყურებელზე იყო ბილეთი გაყიდული.

აჩიკო ნიჟარაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“შეზღუდვები ან უნდა ეხებოდეს ყველას ან არავის !!! პრივილეგიების დრო უნდა დასრულდეს !!!

ბათუმის სტადიონზე ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო და კორონა სტადიონზე არ ედებათ თუ როგორ არის საქმე?

მუსიკოსებს თუ გვეკრძალება ღია სივრცეში კონცერტის გაკეთება სადაც მაქსიმუმ 200-300 ადამიანი მოიყრის თავს, რატომ არის დაშვებული სტადიონზე

20000 კაცის ერთდროულად შესვლა და ყვირილი?

იქნებ ვინმემ გაგვცეს პასუხი!!!”-

წერს აჩიკო ნიჟარაძე.

მოგვიანებით, მომღერალმა სტადიონზე გადაღებული ვიდეო გააზიარა და კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა.

“წელიწად ნახევარია ვიცავ ყველა რეგულაციას, რაც შეეხება კონცერტებს ყველა კონცერტი თავიდან როცა დაიწყო ვირუსის გავრცელება პირადად ჩემი ნებით ჩავხსენი, მერე უკვე ისედაც აიკრძალა და ამ დრომდე არ გვეძლევა საშუალება არსად არანაირი ღონისძიების ჩატარების.

უცებ ხდება ეს, რასაც ვიდეოში ხედავთ და უსამართლობაა ხელოვანებისადმი დამოკიდებულება, როცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ღია სივრცეში არ გვეძლევა მოკრძალებული ღონისძიების ჩატარების უფლება.

ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩემი კოლეგების ძალიან დიდი ნაწილი!!! სპორტსმენებს ისედაც აქვთ საშუალება თავისი პროფესიული საქმიანობა განახორციელონ მაყურებლის გარეშეც. მესმის მუსიკოსები, მსახიობები, მომღერლები ხელოვანი ადამიანები უბრალდო არიან მიგდებული და მიტოვებული!!!”- წერს ნიჟარაძე.

ასევე იხილეთ