საუდის პრინცი 150-ზე მეტ მცხოვრებს კრედიტებს დაუფარავს

საუდის არაბეთის მეფისნაცვალმა, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა 13 მილიონი საუდის რიალი გამოყო (თითქმის, 3,5 მილიონი დოლარი) სამეფოს 150-ზე მეტ მაცხოვრებლის სესხების დასაფარად, რომლებიც ვალის გამო ციხეში აღმოჩნდნენ.
საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, თანხები რამადანთან დაკავშირებით იქნა გამოყოფილი.
კიდევ 87 მილიონი რიალი (23 მილიონ დოლარზე მეტი) მეფისნაცვალმა ქველმოქმედებას შესწირა.
აპრილში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მასშტაბურ საქველმოქმედო აქციაზე განაცხადეს. მარხვაზე გაჭირვებულებს საკვების 100 მილიონი ულუფა დაურიგდებათ.

ასევე იხილეთ