“ვერ შევძელი მისი სიცოცხლის შენარჩუნება” – რა გააკეთა ჭიათურელმა კაცმა, რომელსაც შვილი მძიმე სენით დაეღუპა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნოდარ ჩაჩანიძე ფეისბუკში ფოტოს ავრცელებს. როგორც ფოტოს მინაწერიდან ირკვევა, კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჭიათურის ერთ-ერთ საცხობში მეპურემ პური უფასოდ დაარიგა.

„ჭიათურა…

– დღეს პური უფასოა!
– რატომ?
– 7 წლის წინ მძიმე სენით შვილი დამეღუპა… ბევრი ბრძოლის მიუხედავად, ვერ შევძელი მისი სიცოცხლის შენარჩუნება. ეს ჩემი ცხოვრების ტრაგედიაა, რომელზეც ლაპარაკი ძალიან მიჭირს…

დღეს აღდგომის ტოლი კვირაა და პური უფასოდ მინდა აიღოს ხალხმა. ამით მგონია, რომ ჩემი შვილი აკეთებს სიკეთეს...“- წერს ჩაჩანიძე.

ასევე იხილეთ