“დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!.. 1% არ მქონდა გადარჩენის შანსი“

კომპოზიტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ სიკვდილს თვალებში ჩახედა…

„დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!

აქამდე არასოდეს მოვხვედრილვარ ავარიაში, არც დღეს მოვხვდი რაღაც სასწაულის დამსახურებით, არადა 1%-იც არ მქონდა გადარჩენის შანსი.

„რედისონის“ გვირაბიდან მინიმუმ 130 (გინდ დაიჯერეთ გინდ არა) გამოვარდა ჯიპი და ჩემ წინ მანქანას ისეთი სიძლიერით შეეჯახა მარტო ხმამ გმაოგნა და ვხედავ როგორ მოფრინავს ეს მანქანა და იმასაც ვხედავ როგორ მეცემა ზემოდან.

მე აღარ ვიცი, მე მქონდა რეაქცია და რაიმე მანევრი გავაკეთე, თუ თავზე გადამიფრინა, ეს აღარ მახსოვს. გონზე, რომ მოვედი, გვირაბის შესასვლელთან ვიდექი და მთელი სხეული მიხტოდა, უკან გავიხედე და ძალიან ბევრი ხალხი იყო მისული. რა ბედი ეწია იმ მანქანებს, არ ვიც, გადარჩნენ თუ არა, ეგეც არ ვიცი, ძალაც კი არ მქონდა რომ გადმოვსულიყავი. მოკლედ მგონია, რომ ყველაფერი სხვანაირია მგონია, რომ დღეს დავიბადე
და რეალურად დავინახე, რა წამიერია სიცოცხლე და რამდენად დასაფასებელია ადამიანი, რომელიც ამ წამს ფუჭად არ ხარჯავს“,- წერს კაჭკაჭიშვილი.

ასევე იხილეთ