მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძეზე ქორწინდება, მათ ახლახანს საერთო შვილი შეეძინათ

საქარველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსს გაშორდა. ამის შესახებ სანდო წყარომ „დაიჯესტს“ აუწყა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მომღერალ სოფო ნიჟარაძეზე ქორწინდება. მათ ახლახანს საერთო შვილი ალის-მარია სააკაშვილი შეეძინათ.

სანდო წყაროსვე ცნობით, სააკაშვილისა და ნიჟარაძის შვილის ნათლია ნინო ნახუცრიშვილი უნდა იყოს.

როგორც ჩვენმა წყარომ შეგვატყობინა, სოფო ნიჟარაძემ ორსულობის პერიოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში დედასთან ერთად გაატარა. ახლა კი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან მიემგზავრება.

სანდო წყარო „დაიჯესტთან“ აღნიშნავს, რომ სანდრა რულოვსი მანამდე სააკაშვილთან ოფიციალური განქორწინების წინააღმდეგი იყო

ასევე იხილეთ