„როდემდე შეიძლება, ქვეყანაში ყველა არხიდან მხოლოდ კორონავირუსის, ნიკა მელიას და პარლამენტში შესვლა-არშესვლის თემები ისმოდეს?“

საოპერო შემსრულებელი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ტელევიზიით ინფორმაციას მხოლოდ კორონავირუსის, ნიკა მელიასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლა-არშესვლის თემაზე გადმოსცემენ.

გთავაზობთ მის აქტუალურ პოსტს ამ თემაზე:

„როდემდე შეიძლება, თვეების განმავლობაში ქვეყანაში ყველა ტვ არხიდან, ყველა გადაცემაში, ინფორმაციებში, თოქშოუებში და ა.შ, მხოლოდ კორონავირუსის, ნიკა მელიას და პარლამენტში შესვლა-არშესვლის თემები ისმოდეს?

მოკლედ, კარგა ხანია გაფუჭებული ფირფიტასავით ვხტუნაობთ ერთ ადგილზე და არ გამოჩნდა არავინ, ვინც ამ „ფირფიტის ნემსს“ ამ გაფუჭებული ადგილიდან წინ გადასწევს! უკვე ძალიან შავ-თეთრი გახდა ჯეო-ცხოვრება.

 

ცოტა რაიმე სხვა თემებიც და პროექტებიც მოიფიქრეთ, თქვე დალოცვილებო, ადამიანების ისედაც ამ პანდემიური ცხოვრების გასაფერადებლად.

მგონი, ისევ ჯობია, „ანიმალ პლანეტს” და საბავშვო არხებს ვუყუროთ +18 ასაკის ხალხმა, რომ ფსიქიკა გადავირჩინოთ ამ საგიჟეთში!“

ასევე იხილეთ