ქეთი ხატიაშვილი: „სიყვარული – ეს არის პატივისცემა, მხარდაჭერა, ერთგულება, მეგობრობა…“

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი, ქეთი ხატიაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მორაგბე, დავით კაჭარავა, საკმაო ხანია, რაც ერთად არიან. წყვილი ერთობლივ ფოტოებსაც აქვეყნებს, თუმცა საკუთარ სიყვარულზე საუბარი ჟურნალისტებთან არ უყვართ.

ჟურნალ „გზასთან“ ქეთი ხატიაშვილმა გასცა პასუხი კითხვებს, რა არის სიყვარული და როგორია შეყვარებული.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

„სიყვარული ეს…

ამ სიტყვას ახსნა ვერ ვუპოვე. სიყვარული – ეს არის პატივისცემა, მხარდაჭერა, ერთგულება, მეგობრობა. მხოლოდ რთი სიტყვით ვერ ავხსნი.

პირველად რომ შემიყვარდა…

ვიყავი ძალიან ბედნიერი, სულ გაღიმებული და მუცელში პეპლები დაფარფატებდნენ.

ახლა შეყვარებული…

ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ჩვენი ფოტოები პერიოდულად მაინც ვრცელდება, ამ თემაზე ვერ ვილაპარაკებ…“

ასევე იხილეთ