“სკოლასთან ტროტუარზე იდგა და დაეჯახა ორი, სქროლზე ამხედრებული ახალგაზრდა!”

თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი 4 შვილის მშობლები არიან. დღეს მათ ქალიშვილს სქროლზე მდგარი ახალგაზრდა დაეჯახა და ბავშვს მსუბუქი დაზიანებები აქვს.

ამის შესახებ თაკო სოციალურ ქსელში წერს და შვილის ფოტოს აქვეყნებს.

„ეს არის ლიზა, 9 წლის, ჩემი შვილი. სკოლასთან ტროტუარზე იდგა და დაეჯახა ორი, სქროლზე ამხედრებული, ახალგაზრდა! გადავრჩით, რომ მძიმე დაზიანება არ აქვს. საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია, მაინტერესებს გარდა იმისა, რომ 9 საათზე მკაცრად, ცხვრებივით გვერეკებით სახლებში, რაიმე წესი, კანონი, რეგულაცია არსებობს ჩვენთვის, ფეხით მოსიარულეებისთვის? თუ ასე უნდა იჯლიგინონ ტროტუარებზე გიჟებივით სკუტერებმა, სქროლებმა, მანქანებმა და ამასაც შევეგუოთ?”– წერს თაკო ტაბატაძე.

თაკოს სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მისი მეგობრები კომენტარებში წერენენ:

„სერიოზული პრობლემაა ეგ და აუცილებლად არის დასარეგულირებელი… სკუტერებისთვისაც და ველოსიპედებისთვისაც. ერთიც და მეორეც ძალიან კარგია, მაგრამ ქვეითების გზებზე არ უნდა მოძრაობდნენ, უკონტროლოდ.”

„ვაიმე, თაკო… ეს რა დღეშია ბავშვი…. უფლის წყალობით ჯანმრთელად გყავდეს. ეგებ ცოტა გაანძრიონ ჩლუნგი ტვინები”

„მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ… მეც ძალიან ბევრ ცუდ სიტუაციას შევსწრებივარ იგივე პრობლემის გამო…
უკვე აბსურდში გადადის მთლიანად ეს ყველაფერი”.

ასევე იხილეთ