ლატარიის ბილეთი, რომელმაც 26 მილიონი დოლარი მოიგო, ქალმა სარეცხ მანქანაში გარეცხა

ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, ქალმა ხელიდან გაუშვა შანსი მილიონერი გამხდარიყო. აღმოჩნდა, რომ მან 26 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა ბილეთი სარეცხ მანქანაში გარეცხა.

თანხა 14 ნოემბერს გათამაშდა და მოთხოვნის ბოლო ვადა გუშინ, ხუთშაბათს ამოიწურა.

„ქალმა თქვა, რომ ბილეთი ყიდვის შემდეგ ჯიბეში ჩაიდო შარვალი კი გარეცხა. ქაღალდი მცირე ნაწილაკებად დაიშალა და ის ცდილობდა აღდგენაც, მაგრამ ვერ შეძლო“, – ყვებიან იმ მაღაზიის თანამშრომლები, სადაც მომგებიანი ბილეთი გაიყიდა.

ლატარიის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ქალი ფოტომტკიცებულებას ვერ წარმოადგენს, ეს საქმე მის სასარგებლოდ არ დასრულდება.

ასევე იხილეთ