“სიცოცხლით სავსეს უცხო ქვეყანაში გული გაგიჩერდა”

ამერიკაში 40 წლის ქართველი ემიგრანტი გიორგი ცქიტიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუკში ნინე ულუმბელაშვილმა დაწერა:

“სიცოცხლით სავსეს უცხო ქვეყანაში გული გაგიჩერდა” – აშშ-ში გიორგი ცქიტიშვილი გარდაიცვალა“იმდენი წლის წინ გაგიცანი, არც მახსოვს…
თეთრი, ცისფერთვალება, ქერა და სუსტი… არ მეგონა შენზე მაღალი და სიმპათიური ბიჭი თუ დადიოდა სადმე…თოკო (ღვინჭიპა, ასე ეძახდი ჩემ ძმას) რომ გაჩნდა და მამაშენმა მონათლა, მერე უფრო დავახლოვდით…
სიგუა ნამცხვრები, მაწვნიანი მაკარონი, ჩემი და ქეთიას გამომცხვარი ტორტები… წუწაობა და მუდმივად ჩემი კივილი, არ გამწუწოთ… დაუსრულებელი ჯოკერის თამაში, მეზობლის ყანიდან სიმინდების მოპარვა, გათენებამდე ეზოში, ჩვენი წითელი ტყემლის ძირას ჯდომა, თუმცა შენ ჰამაკში კოტრიალობდი ძირითადად…

მამაჩემს სიგარეტს უჩანაგებდი. პირველად სიგარეტი შენ და იასონმა გაგვასინჯეთ მე და ჩემს დას, რა გოიმები ხართო გვეუბნებოდი, თბილისში ყველა ეწევა, თქვენ “ნაპასის” დარტყმაც არ იცითო.
ცოტა ხნის წინ მესენჯერში დამირეკე, გამომკითხე ყველაფერი, ჩემს ოჯახზე, ქმარზე, ჩემს საქმიანობაზე გულიანად, მეგობრულად, დიდი სიყვარულით… სულ სხვა სითბო აქვს ასეთი შინაურის მოკითხვას, წარსულში რომ გაბრუნებს, პრობლემებს გავიწყებს, ცხოვრების ყველაზე უდარდელ წუთებს გახსენებს…კიდე შეგეხმიანები ნინაჩკა, როცა თავისუფალი დრო მექნებაო…
აღარ იქნება ეგ დრო… ასე ახალგაზრდას და სიცოცხლის ხალისით სავსეს, უცხო ქვეყანაში გული გაგიჩერდა…
იმიერში იქნებ ნახო სამუდამო სიმშვიდე, ჩემო საუკეთესო მეგობარო…
გიორგი ცქიტიშვილი, ჩემი ნათესავი და მეგობარი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 40 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა…

ასევე იხილეთ