,,ფაქტია, გადაცემა შედგა! ამას მოწმობს რეიტინგი და საზოგადოების ინტერესი!..”

მარინა ბერიძის ყოფილი მეუღლის ახლანდელი მეორე ნახევარი, მომღერალი რუსუდან მუმლაძე ია ფარულავას გადაცემას სტუმრობდა და ბერიძის ქმართან რომანზე და ცნობილ მუსიკალურ პროდიუსერთან ურთიერთობაზე ისაუბრა, მათ შორის შეხვედრაზე, რომელიც სულ ერთხელ შედგა…

გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, მარინა ბერიძის მეგობრებისგანაც, რომლებმაც მუსიკალურ პროდიუსერს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

რუსუდან მუმლაძემ ახლახან გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ გადაცემა შედგა.

“უღრმესი მადლობა Rustavi 2-ს და ფარული კონვერტის მთელ შემოქმედებით ჯგუფს!
პირველ რიგში, ჩემდამი პოზიტივისა და კეთილგანწყობისთვის, რომელიც აშკარად ვიგრძენი…
რომ არა საოცრად უშუალო, პირდაპირი, სამართლიანი და საუკეთესო ია ფარულავა. სხვასთან ასეთ პიკანტურ თემებზე სასაუბროდ საჯაროდ არ დავჯდებოდი!

სიყალბე ისედაც არ მჩვევია და მიხარია, რომ ეს გადაცემაშიც კარგად გამოჩნდა!
უღრმესი მადლობა, საოცრად პოზიტიურ და ყურადღებიან ადამიანს, პროდიუსერს ავთო ჩიტიძეს
მადლობა ფარული კონვერტის ჟურნალისტებს ნათია დედანაშვილი & ნუცა ხუნდაძეს. რომლებიც სიუჟეტის გადასაღებად სახლში გვესტუმრნენ და მაქსიმუმი დადეს, რომ სიუჟეტი საინტერესო გამოსულიყო.
მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზიც იყო… სახლში გადაღებისას, ჩემი მოგვარე ლაშა მუმლაძე მომევლინა, რომელიც იმ დღეს გავიცანი. წამყვანი ოპერატორი და საუკეთესო ადამიანი! მადლობა

ფაქტია, გადაცემა შედგა! ამას მოწმობს რეიტინგი და საზოგადოების ინტერესი.

ასევე იხილეთ