“21 წელია ამ დაბადების დღეს ვგეგმავდით და შენთან ვერ ვარ… არ დაგრჩები ამ 21-ს ვალში” – თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი იუბილარ შვილს

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი, რო­მე­ლიც პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს, ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­თაც შვილს იუ­ბი­ლეს ულო­ცავს.

“ეს ბიჭი რომ და­ი­ბა­და, ყვე­ლა­ფერს სა­ხე­ლი და­ერ­ქვა, რა­ზეც მა­ნამ­დე მი­ფიქ­რია და მი­ოც­ნე­ბია. ამ ბიჭ­მა გა­მი­ნა­თა დე­და­მი­წა, მზე მი­წა­ზე ჩა­მო­ი­ტა­ნა და ჩემს სახ­ლში შე­მო­იყ­ვა­ნა და ზუს­ტად ვიცი რო­გო­რი კა­ციც იქ­ნე­ბა ის, ზუს­ტად ისე­თი იქ­ნე­ბა ჩემი კვა­ლი დე­და­მი­წა­ზე.

Sandro 21 წელი ამ და­ბა­დე­ბის დღეს ვე­ლო­დით, 21 წელს, 21 რი­ცხვში 21-წლის გახ­დი. 21 წე­ლია ამ და­ბა­დე­ბის დღეს ვგეგ­მავ­დით და შენ­თან ვერ ვარ ისე, მე და შენ რომ ვი­ცით, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში ამ 21-ე წელს, ამ ჩემს ავად­მყო­ფო­ბა­ში ისიც ხომ ვნა­ხეთ, რომ სულ სხვაგ­ვა­რი ოჯა­ხი ვართ, ვიდ­რე ოდეს­მე ვი­ფიქ­რებ­დით, ხოდა კი­დევ უფრო მეტი ყო­ფილ­ხარ, უფრო დიდი ყო­ფილ­ხარ, უფრო მა­გა­რი!!!!

ხოდა არ დაგ­რჩე­ბი ამ 21-ს ვალ­ში კი იცი შენ, მთა­ვა­რია ცო­ტაც გა­ვი­ა­როთ ერ­თად ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლებ­მა ოთხი­ვემ!!!” – წერს თინა ხი­და­შე­ლი.

ასევე იხილეთ