ინგლისში ვოლიერიდან გაქცეული ორი მურა დათვი მოკლეს

ინგლისში, ბედფორდშირში მდებარე ზოოპარკში (Whipsnade Zoo), ვოლიერიდან გაქცეული ორი მურა დათვი მოკლეს, – ინფორმაციას ბრიტანეთის მაუწყებელი ავრცელებს.

მურა დათვები, რომელთაგანაც ერთს „ფიფქიას“, მეორე კი – „მძინარე მზეთუნახავს“ ეძახდნენ, ვოლიერიდან გაქცევიდან მალევე, ევთანაზიით დააძინეს. ზოოპარკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დათვები აგრესიულები იყვნენ, მისი მოკვლის გარდა, გამოსავალი არ ჰქონდათ და რომ მათთვის თანამშრომლების, ვიზიტორებისა და სხვა ცხოველების უსაფრთხოებაა პრიორიტეტული. მათივე განცხადებით, მურა დათვებმა, ვოლიერიდან გაქცევის შემდეგ, შეძლეს ერთ-ერთი ღობის გადაკვეთა და ტახს დაესხნენ თავს.

ვოლიერიდან გაქცეული მესამე მურა დათვის, მეტსახელად „კონკიას“ შეპყრობა და უკან, ვოლიერში დაბრუნება უვნებლად შეძლეს.

ასევე იხილეთ