ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი გოგონას დედა გახდა (ფოტოები)

ლიზა მაღრაძე ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია. ის საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. 

როგორც ცნობილია, ბადრი პატარკაციშვილს შვილიშვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მასთან დიდ დროს ატარებდა და პატარა ლიზას ყველა სურვილს უსრულებდა.

ლიზა მაღრაძის ცხოვრება, მისი ოჯახიდან გამომდინარე, ყოველთვის ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა თავად ლიზა ამ თემაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა. გასულ წელს, პანდემიის დროს, მან საიდუმლოდ იქორწინა გიორგი კაკაბაძეზე. წყვილს ქორწილი არ გადაუხდია.

1 დღის წინ კი, ლიზამ ფოტო სამშობიაროდან გამოაქვეყნა: „გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო პატარა ვარსკვლავო. გისურვებ, ყველა შენი ოცნება აგისრულდეს“ – წერს ლიზა შვილის ფოტოზე. ის გოგონას დედა გახდა, რომელსაც ელიზაბეტი დაარქვეს.

ასევე იხილეთ