”რა სამარცხვინო სისულელე დაწერე Baia Pataraia, გესმის მაინც?”

ეკა კვესიტაძესა და ბაია პატარაიას შორის დაწყებულ კამათში „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც ჩაერთო.

„რა სამარცხვინო სისულელე დაწერე Baia Pataraia, გესმის მაინც? მეტს კი არაფერს ამბობს ქართული ოცნება ოპოზიციური არხების ბოიკოტირების შესახებ. ან რა იერარქიები მოშიშვლდა, რა მტრული გარემო, რა ბოვდაა? ულტრანაციონალისტური, ულტრა რელიგიური და აბსურდული კოლექტივიზაციის ტექტსები ხო მოგწონს სამაგიეროდ? ხოდა დარჩი მანდ, არ მოხვალ გინდა შენ და გინდა სხვა და ნუ მოხვალთ, გავძლებთ რამენაირად. დააკლდება იმ პოზიციას, ვისი დამცველიც არ მოდის.

ps დარწმუნებული ვარ, შენზე ბევრად უკეთესად ვიცი ნამახვანის პრობლემები. დარწმუნებული ვარ, საერთოდ აზრზე არ ხარ არც კონტრაქტის, არც EMC დასკვნის, არც იუსტიციის გაჟონილი დოკუმენტის.”, – წერს ნიკა გვარამია

ასევე იხილეთ