“ისიც გაფრინდა, მანაც დაგვტოვა…”

რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი მსახიობ მარინა ჯანაშიას იხსენებს  და მადლობას უხდის მეგობრობისთვის:

“მარინა ჯანაშია, ჩვენი მარინა, ისიც გაფრინდა, მანაც დაგვტოვა….
1. ეს ფოტო რუსთაველის თეატრში ჩემ მიერ დადგმული პირველი სპექტაკლიდანაა, კახისთან ერთად,1980წ.

ნახეთ, როგორ ანათებს…. სულ ასეთი იყო, მთელი ცხოვრება ანათებდა….. გაგიღიმებდა და იმავე წამს გაგითბობდა სულს.
2. ეს ფოტო კი ძველ ” თავისუფალ თეატრში”, სცენაზე გასვლის წინ გადავუღე, რა საოცარი მზერა აქვს, ისევ ანათებს, ისევ გითბობს სულს.


3. ახალი “თავისუფალი თეატრის” გახსნის დღეს, 2018 წლის 31 მარტს რა მშვენიერია, როგორი დახვეწილი.

მადლობა, რომ იყავი ჩვენთან, მადლობა, რომ “თავისუფალ თეატრში” თამაშობდი და ამ თეატრის წევრად თვლიდი თავს.
მადლობა ჩვენი 42-წლიანი მეგობრობისთვის”, – წერს ავთანდილ ვარსიმაშვილი.

ცნობილი ქართველი მსახიობი, მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ