“ბიძინა ივანიშვილის წყალობით და მისი პირადი ფულით, მოხდა ყველა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების თუ სხვა შენობების რესტავრაცია”

აქტივისტი ლია გამრეკელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ.
“ნოდარ მელაძის მორიგი ტყუილი! 👇
აბასთუმანში შესვლა აკრძალული არ აქვს და არ ექნება არავის!
ტრანსპორტი ივლის მხოლოდ ელექტრო-მობილები, რაც ბიძინა ივანიშვილის ახირება კი არ არის, არამედ აბასთუმნის უნიკალურ ჰაერს არ დააბინძურებს!
დიახ ხეები დარგეს და რა? ამაში ცუდი რა არის???
წლების მანძილზე აბასთუმნის ხე -ტყე
გაქონდათ დიდი მანქანებით, მთელი ღამე ხდებოდა ტყის უკანონო ჭრა და დღეს, თუ აღდგენა მოხდება ამ უნიკალური ბუნების, ეს მხოლოდ ტაშის დაკვრას და მადლობის გადახდას იმსახურებს!
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, მე, როგორც ერთი რიგითი აბასთუმნის მოსახლე მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება ბიძინა ივანიშვილის, ამდენი რაც მან გააკეთა აბასთუმნისთვის არ გაუკეთებია არავის არასდროს,
იმის მიუხედავად რომ მთელი სანაცეთი ნამყოფი იყო, ისვენებდნენ, უფრო მეტიც, ბევრ მათგან აქვს სახლი იქ. ბურჯანაძეც ისვენებდა, ვანოს სასახლე ჩემი სახლის გვერდითაა წამოჭიმული,
1 მეტრი გზა არ დაუგია არავის, რესტავრაციაზე ხო საერთოდ არავინ ფიქრობდა!
დღეს, ბიძინა ივანიშვილის წყალობით და მისი პირადი ფულით, მოხდა ყველა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების თუ სხვა შენობების რესტავრაცია (დაანგრიეს და ახლიდან ააშენეს)!
აშენდა პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტი (პოლიკლინიკაც კი, როგორც არ უნდა შოკის მომგვრელი იყოს არ გვქონდა შევარდნაძის მერე)
აშენდა ტუბერკულიოზის ცენტრი, სადაც კოვიდ გადატანილებიც გამაჯანსაღებლად მიდიან სრულიად უფასოდ!!!
ხდება უნიკალური რომანოვების სასახლის და დედათა და მამათა მონასტრების რესტავრაცია!!!
გაიყვანეს წყლის ახალი მილები!
დააგეს ახალი გზა!
გვეღირსა და შემოჰყავთ ბუნებრივი აირი!
ხდება ობსერვატორიის სრული რესტავრაცია რომელიც შეგახსენებთ ერთადერთია საქართველოში!!!
ყველა ვინც ამას ვერ ხედავს ან ხედავს და უმადურია არის ჩემი ქვეყნის მტერი!”-წერს გამრეკელი. 
ასევე იხილეთ