“ვაქვეყნებ კადრს, იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავისი შვილი და მეტი ყურადღება მიაქციოს”

სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის მოუწოდებს მშობლებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ შვილების მიმართ.

გარდა ამისა, გოგიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გულგრგრილობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს.

“მაპატიეთ ემოციური პოსტისთვის, მაგრამ დღეს მე და ჩემი მეგობრები რომ არა არ ვიცი ეს ბავშვები დაბრუნდებიდნენ თუ არა სახლში ცოცხალი!

ეს კადრი არაფერია იმასთან შედარებით რასაც ეს ბავშვები ჩადიოდნენ, ჩვენ მოპირდაპირე სახლში ვისხედით აივანზე როდესაც ბავშვები გამოჩნდნენ. რას ცდილობდნენ ვერ გავიგე მარტო იმას ვყვიროდით უკან შედითქო, ზოგი დარბოდა მოაჯირზე ზოგი ესე იქნევდა ფეხს და ზოგი მთელი ტანით იწეოდა რომ მივხვდით რომ უშედეგო იყო ყვირილი დავდეკე 112 საშველად მეგონა პატრული რეაგირებას მოახდენდა და სულ ეხლა მიტრიალებს იმ ბავშვის სიტყვები შაქარაშვილის საქმიდან ბოლოს დავრეკე და გავაუქმეო მორჩა ყველაფერი და რაღა აზრი ქონდაო… ზუსტად იგივე.

ნახევარი საათი ველოდეთ და კაცისშვილი არ გამოჩენილა რამიშვილის ქუჩაზე ხდება არ დაგავიწყდეთ სადაც ერთი წუთის გზაზეა პოლიცია…. ვაქვეყნებ კადრს მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავის შვილი და მეტი ყურადღება მიაქციოს მე ისე ცუდათ ვარ სულ ვკანკალებ ეს იყო უჟასი ამის ყურება რომ არ იცი როდის გადმოვარდება …

დედა ვარ მაპატიეთ და 10000-მაგად იმოქმედა ამ ბავშვების დაუფიქრებელმა საქციელმა….

რაც შეეხება პატრულს, ხო ვაქვეყნებ რომ იცოდეთ ფეხზე დაკიდება აღარ მოსულა ამ ქვეყანაში. ბევრია ჩემნაირი, რომელიც არ გაპატიებთ და არ გაჩუმდება, გვეყო ამდები ბავშვის სიკვდილი თქვენი უმოქმედობის გამო”,-წერს სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ