“ვიღაც შეიძლება, მოვიდეს და უშვერი სიტყვებით მლანძღოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის თავისას მიაღწევს”

საოცრად მომხიბვლელი ტელეწამყვანი, ყოველთვის ღიმილიანი ანი გიუნტერი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ მის ირგვლივ არსებულ უარყოფით გარემოს საკუთარი რეაქციებითა და დამოკიდებულებით ებრძვის.

– გარშემო არსებული უსიამოვნებების იგნორირებას როგორ ახერხებ?

– ჩემი არჩევანია, გავბრაზდები თუ არა, მაგალითად, ვიღაცის წამოძახილზე ქუჩაში. ადამიანს შეუძლია, ყველაფერი წამართვას, მაგრამ არჩევანს და იმას, თუ როგორი რეაქცია მექნება მე ამაზე, ვერავინ წამართმევს. ვიღაც შეიძლება, მოვიდეს და უშვერი სიტყვებით მლანძღოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის თავისას მიაღწევს. ჩემი არჩევანია, მე როგორ ვუპასუხებ, მივიღებ თუ არა. თუ ადამიანი მუდმივი წუწუნით იმის შესახებ, თუ როგორი უბედურია, იღებს ენერგიას ან შესაძლოა, დახმარებასაც მეგობრებისგან, ესეც მისი არჩევანია. მე ადამიანებს არაფერს ვუშლი. ადამიანს თუ უნდა, უბედური იყოს, ვერავინ დაუშლის. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ, მეც ვხედავ და ისინიც აღიარებენ, რომ ასე უფრო ადვილია, ასე უფრო ნაკლებად სჭირდებათ ხელის განძრევა, ასე უფრო ეხმარებიან და კითხულობენ – ასე რომ, ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა.

ასევე იხილეთ