“გარყვნილ ქმედებებზე თბილისში ვერ ვაყენებთ ხოლმე შედეგს და ყოჩაღ ბათუმს”

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმში, პედოფილიის საქმე მოიგეს.

„ძალიან კარგი ამბავი გვაქვს: პედოფილიის საქმე გვქონდა ბაბუსაგან შვილიშვილზე, ძლივს გაბედა დედამ ჩივილი, ძალიან ეშინოდა, რადგან მასზეც ძალადობდნენ ოჯახში.

ვიმუშავეთ ბათუმის პოლიციასთან და პროკურატურასთან. იმდენად ღია აღმოჩნდნენ, რომ წიგნები მოგვთხოვეს და საფარის დაწერილი კომენტარები სქესობრივ დანაშაულებზე გავუგზავნეთ. რასაც ჰქვია იმეცადინეს და ყველაფერი კარგად გააკეთეს, ბრალიც წაუყენეს და ბათუმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა.

ეს არის თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება, როცა შეიძლება რაღაც არ იცოდე, მაგრამ ისწავლო, გაერკვე და ბავშვის ინტერესებიდან ამოხვიდე. გარყვნილ ქმედებებზე თბილისში ვერ ვაყენებთ ხოლმე შედეგს და ყოჩაღ და მადლობა ბათუმს. Tamuna Lukava ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატება ბავშვების პედოფილიისაგან დაცვაში,“- წერს ბაია პატარაია.

ასევე იხილეთ