“წარსულ დროში მასზე ვერასდროს ვისაუბრებ…”

პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი მწერალ და რეჟისორ რეზო გაბრიაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც ჩვენგან კულტურულად და მენტალურად ძალიან შორს მყოფ ხალხს, სულის სიღრმეში ისე სწვდება ვინმე, რომ ცრემლებს აღვრევინებს. რეზო გაბრიაძეს შეეძლო… მახსოვს, ვაშინგტონში, კენედის ცენტრში მისი მარიონეტებით ატირებული დარბაზი, თბილისში ჩამოსული ხავიერ სოლანა, გაოგნებული, მისთვის სპეციალურად გამართული წარმოდგენით. წარსულ დროში მასზე ვერასდროს ვისაუბრებ… მხოლოდ მარადისობაში. RIP“, – წერს სამადაშვილი.

ასევე იხილეთ