“გაუგდიათ და უშვერი სიტყვებით გამომლანძღეს… მერე იტყვით, რომ ცუდი თაობა ვართ…“

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღლუმს ცუგაც ესწრებოდა. ალბათ, გახსოვთ, რადგან სოციალური ქსელი ამ ცუგას საყვარელი ვიდეოებით აჭრელებული იყო და ვირუსულად გავრცელდა.

როგორც მომღერალი, თიკა ჯამბურია წერს, ამ ცუგას ერთმა კეთილმა ადამიანმა საჩუქრად ლოგინი გაუგზავნა, თუმცა ძაღლი გააგდეს…

მისივე თქმით, ძაღლის ლოგინი „თავისუფლების მოედანზე“ გადასასვლელში, კუთხეში, ისეთ ადგილას იყო, სადაც მაღაზიებს და გამვლელებს ხელს არ შეუშლიდა.

აი, ამ უსაყვარლეს ცუგას, რომელიც 26 მაისის შემდეგ გახდა პოპულარული, ერთმა უსაყვარლესმა ბიჭმა საჩუქრად გამოუგზავნა ლოგინი, რომელიც დავუდგით “თავისუფლების მოედანზე” გადასასვლელში, კუთხეში ისეთ ადგილას, სადაც მაღაზიებს და გამვლელებს ხელს არ შეუშლიდა…

მოკლედ დღეს ჩავედი და აღმოჩნდა, რომ დაცვის უფროსს ბატონ რობერტს აწუხებდა ეს ლოგინი და მეტიც იქ მომუშავე ადამიანებსაც, რომლების მაღაზიებიდან საკმაოდ მოშორებით იდგა. ეს ლოგინი აუღიათ, იმიტომ რომ თურმე, ეს მათი საკუთარი ტერიტორიაა.

ბალიშის ზომის პატარა ლოგინი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, სრულიად მოშორებით მოვათვსე ხალხისგან და მაღაზიებისგან, თურმე მიუღებელია. ეს ძაღლიც გაუგდიათ და უშვერი სიტყვებით გამომლანძღეს კიდევაც…

მერე იტყვით, რომ ჩვენ ცუდი თაობა ვართ და სიყვარული და ურთიერთობის არაფერი არ გაგვეგება… არადა პირიქითაა ძვირფასო უფროსებო… ეს ცუგა დგას ახლა წვიმაში კიბეებთან იმის შიშით, რომ კიდევ ვინმე გამოაგდებს“, – წერს ჯამბურია.

ნახეთ ვიდეო: https://www.facebook.com/TVFormula/videos/114649764039252

ასევე იხილეთ