“გული მომიკვდა ისე გამოიყურება ადამიანი ამ საშინელი დაავადების გამო”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული მისი ჯანმრთელობის შესახებ „მთავარ არხთან“ საუბრობს.

როგორც პოლიტიკოსი ჰყვება, მან ურთულესი დღეები გადაიტანა, ასევე საუბრობს იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია.

თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ეხმაურება, რომელიც პოლიტიკოს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 რაზმაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„გული მომიკვდა ისე გამოიყურება ადამიანი ამ საშინელი დაავადების გამო. ჰყვება თავის ისტორიას, რომ ვეღარ დადის, თმა აღარ ეზრდება, კუშინგის სინდრომმა სულ დაასივა, სახე სრულიად შეცვლილი აქვს… საშინელი მოსასმენი და სანახავია ეს ყველაფერი.

ცრემლი მომერია, გულით ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ამ ადამიანს. და უცებ რას ვხედავ ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში მიდის სიხარულის ყიჟინა და წყევლა კრულვა…

ღმერთო! ის ხალხი ვინც ამ საშინელებებს წერს ავად მყოფ ადამიანზე თვითონ ჯანმრთელია ნეტა? საიდან ამდენი სიბოროტე და ნᲘშნისმოგება? თვითონ ყველაფერში მართალნი და სუფთები „მითომ”.
ან რატომ არ შლიან ადმინები მსგავს კომენტარებს ნეტა? რა ნახვები ღირს ამად?,“- წერს მაკა რაზმაძე.

ასევე იხილეთ