“დავრჩი ასე ხახამშრალი, ნერვებდაზიანებული”

ჟურნალისტი ვიკა ბუკია ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს.

„უბრალოდ მინდა აფეთქდეს ის მშვენიერი დღე, მე რომ ჩემი მანქანა გავყიდე და ასე ვფიქრობდი: რა მანქანა, რის ჯიპი, სქროლები, ტრანსპორტი, სოციალური პასუხისმგებლობა, ფეხით სიარული, ჯანმრთელობა, კალაძე, დიდი ტროტუარები, სპორტი და ჯანდაბა. დავრჩი ასე ხახამშრალი ნერვებდაზიანებული. აფეთქდი. აფეთქდი. ის დღევ. გადაშენდი. ვინც აპირებთ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, და ვინც ფიქრობთ, რომ სქროლებით და სკუტერებით ივლით, ან იმ რაღაც უკუღმა ავტობუსებით – დაფიქრიდით მაინც, რა ვიცი. ალბათ კალაძე რომ გამოდის და ამბობს თვითკმაყოფილი: „ხალხი ნელ-ნელა მანქანებიდან გადმოჯდაო” მეც მგულისხმობს და მით უფრო მინდა ის დღე აფეთქდეს და გადაშენდეს,“ – წერს ვიკა ბუკია.

ასევე იხილეთ