ემზარ კვიციანი – “დღეს მივედი სულების მოხსენიების დღეს იქ, საიდანაც დედა გავასვენე და დამხვდა სუს-ის მიერ გათამამებული ჯგუფი” (ვიდეო)

პარლამენტის დეპუტატ ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კვიციანი იმ საცხოვრებელ სახლში მივიდა, რომელიც მას 2014 წლამდე ეკუთვნოდა და 2016 წლის შემდეგ მეტრეველების ოჯახი ცხოვრობს. კვიციანის მისვლის შემდეგ ადგილზე სიტუაცია დაიძაბა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა, როგორც ცნობილია, კვიციანმა ტერიტორია პოლიციის მისვლამდე დატოვა.

მოგვიანებით მომხდარ ინციდენტს ემზარ კვიციანი „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.

გადავიღე წინასწარ ჩემი სახლის ყველა კუთხე, რომელიც ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა, ვიდრე კოდორს გაყიდდნენ, გადასცეს ზონდერ მეტრეველს! დღეს მივედი სულების მოხსენიების დღეს იქ, საიდანაც დედა გავასვენე და დამხვდა სუს-ის მიერ გათამამებული ჯგუფი!” – წერს ემზარ კვიციანი.

 

მეგობრებო მინდა უსამართლობის კიდევ ერთი ფაქტი გაჩვენოთ!

Posted by ემზარ კვიციანი on შაბათი, 06 ივნისი, 2020

ასევე იხილეთ