“შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა…”

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოჩ­ნდა ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თიე­რე­ბა, რო­მელ­მაც,
სა­ვა­რა­უ­დოდ, ახალ­გაზ­რდებ­ში ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი გა­მო­იწ­ვია. ამის შე­სა­ხებ
ფე­ის­ბუ­ქზე ნარ­კო­ლო­გი ზურა სი­ხა­რუ­ლი­ძე წერს.
“მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ზუგდიდსა და რუსთავში და გამოვთქვა ეჭვი, რომ ინტოქსიკაციები, რომლებიც განვითარდა ახალგაზრდებში და გამოიწვია მძიმე შედეგები მათი ჯანმრთელობის კუთხით, განპირებობეული იყო ახალი ფსიქიაქტიური ნივთიერების ე.წ პინაკას მიერ (სამედიცინო დასახელება mdmb-4en-pinaca), რომელსაც ჟარგონულად აგრეთვე ეძახიან „მძიმე წონას“ (heavy weight).
აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს სინთეზური კანაბინოიდებისა და კარფენტანილის ნაზავს, რომლის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: გაბრუება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და პოლი-ორგანული უკმარისობა.
WHO -სა და EMCDDA ანგარიშების მიხედვით, აღნიშნულმა ნივთიერებამ ფართო გავრცელება მოიპოვა დარქნეტში.
გაუფრთხილდით თავს და ნუ გამოიწერთ უცნობ ნივთიერებებს, რომელთა ახალი სახესხვაობები დღითიდღე ჩნდება ბაზარზე და წინამორედებთან შედარებით ბევრად უფრო ტოქსიკური” – წერს ნარ­კო­ლო­გი.
May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი და შიგნით
ასევე იხილეთ